Friday, February 14, 2014

შოკოლადის ბრაუნი ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:


ბრაუნისთვის:

ნაღების კარაქი - 230 გრ.

კაკაო - 1 ს/კ

წვრილად დაჭრილი შოკოლადი - 340 გრ.

ახალი მოხარშული ესპრესო - 60 გრ.

ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ

შაქარი - 250 გრ.

კვერცხი - 4 ცალი

ფქვილი - 65 გრ.

მარილი - 1/4 ჩ/კ

წვრილად დაჭრილი ნიგოზი - 75 გრ.

წვრილად დაჭრილი მწარე შოკოლადი - 240 გრ.


თავსართისთვის (Помадка):

ნაღები (35%) - 240 გრ.

ხსნადი ესპრესოს ფხვნილი - 4 ჩ/კ

თაფლი - 1 ს/კ

წვრილად დაჭრილი მწარე შოკოლადი - 280 გრ.



მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი შოკოლადი (ჩვეულებრივი) და კარაქი გავადნოთ ორთქლზე (შეამოწმეთ! ჯამი, რომელშიც შოკოლადსა და კარაქს ადნობთ, წყალს არ უნდა ეხებოდეს!). გადმოვდგათ ცეცხლიდან და ამოვურიოთ. შევურიოთ ესპრესო, კაკაო და ვანილი, კაკაოს სრულ გახსნამდე.
დავამატოთ შაქარი და ვურიოთ მის სრულ გახსნამდე.
ამის შემდეგ თითო-თითო კვერცხი შევათქვიფოთ. ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი და მარილი და ნელ-ნელა დავამატოთ ძირითად მასას. შემდეგ დაქუცმაცებული ნიგოზი და მწარე შოკოლადი. ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. გადავასხათ ცომი ცეცხლგამძლე ჭურჭელში (შეგვიძლია, გამოვიყენოთ მინის ჭურჭელიც, რომლის ზომაც დაახლოებით უნდა იყოს 20 სმ.X5 სმ.), რომელსაც წინასწარ ვაცხელებთ,  ვუსვამთ კარაქს და ვაყრით ცოტაოდენ კაკაოს ფხვნილს. თუ მინის ფორმას არ ვიყენებთ, მაშინ საჭიროა ცეცხლგამძლე ქაღალდის დაფენა გამოსაცხობ  ფორმაზე.
 ვაცხობთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარია თუ არა შევამოწმოთ კბილის ჩხირით ან ასანთის ღერით.

თავსართი:

შოკოლადი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჯამში. პატარა ქვაბში  ერთმანეთს შევურიოთ ნაღები და ესპრესო და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე ყავის სრულ გახსნამდე (ნაღებმა დუღილი უნდა დაიწყოს). გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავაფაროთ სახურავი და დავტოვოთ 30 წუთით. მიღებული მასა გავცრათ წვრილ საცერში ან ყავის ფილტრში. დავამატოთ თაფლი, დავაბრუნოთ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ თაფლი სრულად არ გაიხსნება. ცეცხლგამძლე ჯამში მოთავსებულ შოკოლადს დავასხათ ცხელი თაფლიანი ნაღები. დავტოვოთ 2 წუთით. ამოვურიოთ შოკოლადი ერთიანი მასის მიღებამდე. ეს მასა მოვასხათ გაგრილებულ ბრაუნის. გადავანაწილოთ ისე, რომ თანაბარი ფენა გამოვიდეს. დავჭრათ. ზემოდან შეგვიძლია, თითოეული ნაჭერი გავაფორმოთ ათქვეფილი ნაღების მცირე რაოდენობით, და დავაწვეთოთ ცოტაოდენი დარჩენილი თავსართი.

გემრიელად მიირთვით!

Thursday, February 13, 2014

ხაჭო-ხილის სუფლე ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:

ხაჭო - 250 გრ.

კვერცხი - 2 ცალი

შაქარი - 1 სუფრის კოვზი

ბანანი - 1 ცალი

ვაშლი - 1 ცალი (შეგიძლიათ, ხილი დაამატოთ რამდენიც და როგორიც გინდათ).

დარიჩინი ან მურაბა გემოვნებით


მომზადების წესი:  ავთქვიფოთ კვერცხები ხაჭოსთან და შაქართან  ერთად, გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ამის მერე ხილი დავჭრათ კუბებად და ჩავაწყოთ მიღებულ მასაში.
ჩვენი მომზადებული გემრიელობა, მოვათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით. როგორც კი ზედაპირი  შემკვრივდება, ხაჭო- ხილის სუფლე მზადაა.
სუფლე შეგვიძლია გავაფორმოთ დარიჩინით ან მურაბით.

გემრიელად მიირთვით!








Tuesday, February 11, 2014

ხილის კოქტეილი

ინგრედიენტები:

ბანანი - 1 ცალი

კივი - 2 ცალი

მსხალი - 1ცალი

შაქრის ფხვნილი - 20 გრ.

ვაშლის წვენი - 200 მლ.

შოკოლადი - 10 გრ.


მომზადების წესი: გავაცალოთ კანი ბანანს, კივს და მსხალს, მოვათავსოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ. მიღებულ მასას დავამატოთ შაქრის ფხვნილი და ვაშლის წვენი. გადმოვიტანოთ წვენი კოქტეილის ჭიქაში და თავზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
კოქტეილის ჭიქა შეგვიძლია, გავაფორმოთ კივით.

გემრიელად მიირთვით!

გამომცხვარი ყაბაყი ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები: 

ყაბაყი  - 3 ცალი

ქამა სოკო - 300 გრ.

ყველი - 100 გრ.

ხახვი -1 ცალი

კვერცხი - 1 ცალი

ხორბლის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი



მომზადების წესი: ყაბაყს დავჭრით მსხვილ, დაახლოებით 1 სმ. სისქის რგოლებად. ამოვიღებთ შუაგულს, შუა ნაწილს, (შეგიძლიათ ბოთლის სახურავითაც ამოიღოთ გული). ავთქვიფოთ კვერცხი ფქვილთან ერთად, ამოვავლოთ ყაბაყები და შევბრაწოთ მცენარეულ ზეთში.
ქამა სოკო და ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ. მიღებული მასით ამოვტენოთ შემწვარი ყაბაყები. მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ჰაერღუმელში ყველის გასადნობად.
სუფრასთან მიტანამდე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ცერეცო.


გემრიელად მიირთვით!