Friday, February 14, 2014

შოკოლადის ბრაუნი ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:


ბრაუნისთვის:

ნაღების კარაქი - 230 გრ.

კაკაო - 1 ს/კ

წვრილად დაჭრილი შოკოლადი - 340 გრ.

ახალი მოხარშული ესპრესო - 60 გრ.

ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ

შაქარი - 250 გრ.

კვერცხი - 4 ცალი

ფქვილი - 65 გრ.

მარილი - 1/4 ჩ/კ

წვრილად დაჭრილი ნიგოზი - 75 გრ.

წვრილად დაჭრილი მწარე შოკოლადი - 240 გრ.


თავსართისთვის (Помадка):

ნაღები (35%) - 240 გრ.

ხსნადი ესპრესოს ფხვნილი - 4 ჩ/კ

თაფლი - 1 ს/კ

წვრილად დაჭრილი მწარე შოკოლადი - 280 გრ.



მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი შოკოლადი (ჩვეულებრივი) და კარაქი გავადნოთ ორთქლზე (შეამოწმეთ! ჯამი, რომელშიც შოკოლადსა და კარაქს ადნობთ, წყალს არ უნდა ეხებოდეს!). გადმოვდგათ ცეცხლიდან და ამოვურიოთ. შევურიოთ ესპრესო, კაკაო და ვანილი, კაკაოს სრულ გახსნამდე.
დავამატოთ შაქარი და ვურიოთ მის სრულ გახსნამდე.
ამის შემდეგ თითო-თითო კვერცხი შევათქვიფოთ. ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი და მარილი და ნელ-ნელა დავამატოთ ძირითად მასას. შემდეგ დაქუცმაცებული ნიგოზი და მწარე შოკოლადი. ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. გადავასხათ ცომი ცეცხლგამძლე ჭურჭელში (შეგვიძლია, გამოვიყენოთ მინის ჭურჭელიც, რომლის ზომაც დაახლოებით უნდა იყოს 20 სმ.X5 სმ.), რომელსაც წინასწარ ვაცხელებთ,  ვუსვამთ კარაქს და ვაყრით ცოტაოდენ კაკაოს ფხვნილს. თუ მინის ფორმას არ ვიყენებთ, მაშინ საჭიროა ცეცხლგამძლე ქაღალდის დაფენა გამოსაცხობ  ფორმაზე.
 ვაცხობთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარია თუ არა შევამოწმოთ კბილის ჩხირით ან ასანთის ღერით.

თავსართი:

შოკოლადი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჯამში. პატარა ქვაბში  ერთმანეთს შევურიოთ ნაღები და ესპრესო და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე ყავის სრულ გახსნამდე (ნაღებმა დუღილი უნდა დაიწყოს). გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავაფაროთ სახურავი და დავტოვოთ 30 წუთით. მიღებული მასა გავცრათ წვრილ საცერში ან ყავის ფილტრში. დავამატოთ თაფლი, დავაბრუნოთ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ თაფლი სრულად არ გაიხსნება. ცეცხლგამძლე ჯამში მოთავსებულ შოკოლადს დავასხათ ცხელი თაფლიანი ნაღები. დავტოვოთ 2 წუთით. ამოვურიოთ შოკოლადი ერთიანი მასის მიღებამდე. ეს მასა მოვასხათ გაგრილებულ ბრაუნის. გადავანაწილოთ ისე, რომ თანაბარი ფენა გამოვიდეს. დავჭრათ. ზემოდან შეგვიძლია, თითოეული ნაჭერი გავაფორმოთ ათქვეფილი ნაღების მცირე რაოდენობით, და დავაწვეთოთ ცოტაოდენი დარჩენილი თავსართი.

გემრიელად მიირთვით!

No comments:

Post a Comment