ყაბაყი - 2ცალი (საშუალო ზომის)
ღორის ხორცის ფარში - 500გრ.
სტაფილო -1 ცალი
ნიორი - 3 კბილი
კვერცხი - 3ცალი
ქინძი - 6 ღერი
ოხრახუში -6 ღერი
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
პურის ფქვილი კატლეტების ამოსავლებლად რამდენიც დაგვჭირდება.
მომზადების წესი: ყაბაყს, სტაფილოს, ნიორს და მწვანილებს გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევურევთ ღორის ხორცის ფარშს, დავამატებთ კვერცხს, (რომ კარგად შეკრას მასა და კატლეტები არ დაიშალოს).მარილს და შავ პილპილს.მივცემთ მრგვალ ფორმებს .ამოვავლებთ ფქვილში და დავაწყობთ ცხელ ზეთიან ტაფაზე.
გემრიელად მიირთვით!
No comments:
Post a Comment