Friday, March 28, 2014

სპაგეტის ლაზანია ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:

სპაგეტი - 500გრ

ღორისა და ძროხის ხორცის ფარში 400 გრ.

კვერცხი - 2ცალი

ტომატის პასტა - 2ს/კ

მაიონეზი -  250 გრ.

ყველი - 200 გრ.

ხახვი- 1 ცალი

მცენარეული ზეთი - 2ს/კ.

მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი: მოვხარშოთ სპაგეტი და გავრეცხოთ ცივი წყლით,  დავყაროთ საწურზე, როცა დაიწურება გადავიტანოთ ჯამზე, დავასხათ ათქვეფილი კვერცხი და კარგად ავურიოთ.

ფარშს მოვამზადებთ შემდეგნაირად: ხახვს მოვშუშავთ მცენარეულ ზეთში, დავამატებთ ფარშს, შემდეგ ტომატის პასტას, მარილს და შავ პილპილს.

ცალკე ჭურჭელში გავხეხავთ ყველს.

თუნუქის ფირფიტას წავუსმევთ კარაქს, რომ არ მიიკრას, შემდეგ პირველ ფენას მოვაყრით სპაგეტს, მეორე ფენას - მომზადებულ ფარშს და კარგად გადავანაწილებთ, მესამე ფენა- ისევ სპაგეტი შედარებით უფრო თხლად, მეოთხე ფენა -  გახეხილი ყველი, მეხუთე ფენა - სპაგეტი და ბოლოს გადავუსვათ მაიონეზი. თავზე მოვაყაროთ ყველი და შავი პილპილი.

გემრიელად მიიირთვით!

Monday, March 24, 2014

კიტრის ხვეულები ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები: 

კიტრი - 1 ცალი

კრევეტი - 100 გრ.

კვერცხი - 1 ცალი

ოხრახუში - 1 ღერი

ხაჭოიანი ყველი - 2ს/კ

ნაღები - 2-3 ს/კ

მარილი, პილპილი გემოვნებით

სალათის ფურცლები თეფშის გასაფორმებლად

მომზადების წესი: მოხარშული კრევეტების, კვერცხისა და ოხრახუშისგან ( შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ) მოვამზადოთ ფარში. ხაჭოიანი ყველი შევურიოთ ნაღებს (ნაღების ცხიმიანობას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია რომ საკმაზი თხელი არ გამოვიდეს). შემკმაზოთ ფარში და გადავურიოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. კიტრი დავჭრათ თხელ ნაჭრებად ბოსტნეულის სათლელის მეშვეობით. მიღებული ნაჭრები დავახვიოთ რგოლებად და გამოვტენოთ ფარშით.
მომზადებული როლები (ხვეულები) გადმოვიღოთ სალათის ფურცლებზე. სუფრაზე მივიტანოთ ჩაციებული.

გემრიელად მიირთვით!






Tuesday, March 11, 2014

ხაჭაპური ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:
ყველი - 1 კგ.

მაწონი - 500 გრ.

კვერცხი - 3-4 ცალი

კარაქი (მარგარინი) - 200 გრ.

სოდა - 1ჩ/კ

ფქვილი რასაც შეიზელს



მომზადების წესი:  ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, შემდეგ მაწონი  და სოდა.  ვაზელთ ფქვილს, რამდენსაც შეიზელს. ცომს 10 -15 წუთით გავაჩერებთ სითბოში. როცა ამოფუვდება, გავყოფთ ექვს ნაწილად. 
ყველს გავხეხავთ სახეხზე და იმასაც გავყოფთ ექვს ნაწილად.
გავაბრტყელებთ ცომს, ჩავდებთ ყველს და გამოვაცხობთ.

გემრიელად მიირთვით!

Wednesday, March 5, 2014

სამარხო კექსი ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:

ვაშლი - 6 ცალი ( ან ნებისმიერი ხილი )

შაქარი - 2 ჩ/ჭ

ზეთი - 1 ჩ/ჭ

ქიშმიში - 1 ჩ/ჭ

დაჭრილი ნიგოზი - 1ჩ/ჭ

ფქვილი - 5 ჩ/ჭ

სოდა-ძმრით - 1 ჩ/კ

მარილი - 1/4 ჩ/კ

ვანილი - 1 პაკეტი

მომზადების წესი : კანგაცლილ, გახეხილ ვაშლს დავამატოთ შაქარი, გავაჩეროთ ერთი-ორი საათით, შემდეგ დავუმატოთ ზეთი, სოდა-ძმრით, ვანილი, მარილი. ფქვილი და
კარგად ავურიოთ ხის კოვზით ერთგვაროვან მასის მიღებამდე. ბოლოს დავუმატოთ ქიშმიში და ნიგოზი. კოვზით ჩავასხათ ტარტალეტკის ( ან ნებისმიერ კექსის ფორმაში, რომელიც გაქვთ) ზეთწასმულ ფორმებში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25 წუთით. ცივს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!