Friday, March 28, 2014

სპაგეტის ლაზანია ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:

სპაგეტი - 500გრ

ღორისა და ძროხის ხორცის ფარში 400 გრ.

კვერცხი - 2ცალი

ტომატის პასტა - 2ს/კ

მაიონეზი -  250 გრ.

ყველი - 200 გრ.

ხახვი- 1 ცალი

მცენარეული ზეთი - 2ს/კ.

მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი: მოვხარშოთ სპაგეტი და გავრეცხოთ ცივი წყლით,  დავყაროთ საწურზე, როცა დაიწურება გადავიტანოთ ჯამზე, დავასხათ ათქვეფილი კვერცხი და კარგად ავურიოთ.

ფარშს მოვამზადებთ შემდეგნაირად: ხახვს მოვშუშავთ მცენარეულ ზეთში, დავამატებთ ფარშს, შემდეგ ტომატის პასტას, მარილს და შავ პილპილს.

ცალკე ჭურჭელში გავხეხავთ ყველს.

თუნუქის ფირფიტას წავუსმევთ კარაქს, რომ არ მიიკრას, შემდეგ პირველ ფენას მოვაყრით სპაგეტს, მეორე ფენას - მომზადებულ ფარშს და კარგად გადავანაწილებთ, მესამე ფენა- ისევ სპაგეტი შედარებით უფრო თხლად, მეოთხე ფენა -  გახეხილი ყველი, მეხუთე ფენა - სპაგეტი და ბოლოს გადავუსვათ მაიონეზი. თავზე მოვაყაროთ ყველი და შავი პილპილი.

გემრიელად მიიირთვით!

No comments:

Post a Comment