ქამა სოკო - 500 გრ.
ნაღების კარაქი - 1-2 ს/კ
ნიგოზი - 1/3 ჭიქა
ხახვი - 1 თავი
მდნარი ყველი - 50 გრ.
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ქამა სოკო გავარჩიოთ (ქუდები გავაცალკევოთ ფეხებისგან).
ფეხები წვრილად დავჭრათ.
ტაფაზე გავადნოთ ნაღების კარაქი და დავამატოთ წვრილად
დაჭრილი ხახვი. დავტოვოთ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი გამჭვირვალე
არ გახდება. დავამატოთ სოკოს ფეხები. დაახლოებით 10 წუთს ერთად ვშუშოთ.
მიღებულ მასას შევურიოთ დაქუცმაცებული ნიგოზი. რამდენიმე
წუთით კიდევ დავტოვოთ ცეცხლზე, რომ ნიგოზი ოდნავ მოიხალოს.
შემდეგ დავამატოთ მდნარი ყველი და მიღებული მასა გადავურიოთ.
შევაზავოთ მარილითა და პილპილით და გამოვტენოთ სოკოს ქუდები.
შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში. გამოვაცხოთ
20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!