ბროკოლი - 1კგ.
ნაღები - 200 გრ.
პურის კუბები - 300 გრ.
მდოგვი - 2 ს/კ
მკვრივი სორტის ყველი - 100 გრ.
ხახვი - 1 თავი
კარაქი - 50 გრ.
მარილი გემოვნებით
წითელი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი: ცხელ ტაფაზე დავდოთ კარაქი. როცა გადნება, დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვთუშოთ და დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი მდოგვი, შემდეგ პურის კუბები და ვურიოთ სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ამის შემდეგ გადმოვდგამთ ცეცხლიდან.
ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავუმატოთ მარილი ზომიერად, ჩავყაროთ დანაწევრებული ბროკოლი და მოვწალოთ (გავთუთქოთ). ამოვიღოთ და დავყროთ საწურზე, როცა დაიწრიტება, გადავიღოთ ჯამში და მოვასხათ ერთი სუფრის კოვზი მდოგვი, ნაღები და კარგად ავურიოთ. დავამატოთ მარილი და წითელი პილპილი გემოვნებით.
ავიღოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, წავუსვათ კარაქი და გადავიტანოთ ჯამში მომზადებული ბროკოლი, ლამაზად გადავანაწილოთ, თავზე მოვაყროთ გახეხილი მკვრივი სორტის ყველი (სასურველია, პარმაზანი), შემდეგ კი ტაფაზე მომზადებული მასა. შევდგათ ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ 15 წუთით 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!
No comments:
Post a Comment