Tuesday, January 21, 2014

საქონლის ტვინი არაჟნით ბლოგემრიელისგან

ინგრედიენტები:

ტვინი - 500 გრ.

კარაქი - 70 გრ.

ხახვი - 3-4 ცალი

არაჟანი - 50 გრ.

კვერცხი - 3 ცალი

ქინძი - 5 ღერი

ოხრახუში - 5 ღერი

კამა - 2 ღერი

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: საქონლის ტვინი გავავლოთ მდუღარე წყალში, გავასუფთავოთ კანისგან, გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და მოვხრაკოთ კარაქში. როცა შეწითლდება დავუმატოთ ცალკე კარაქში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილები და 2-3 წუთით დავტოვოთ ცეცხლზე. შემდეგ ამ მასას გადავიტანთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე ( მე კეცზე გადამაქვს ხშირად) და ზემოდან მოვასხამთ არაჟანში ათქვეფილ კვერცხს. შევდგამთ ჰაერღუმელში, როცა მზად იქნება გამოვიღებთ და სუფრაზე მიტანის წინ თავზე მოვასხამთ გამდნარ კარაქს.

გემრიელად მიირთვით!

No comments:

Post a Comment