Sunday, September 14, 2014

ჰაერღუმელში გამომცხვარი სოკო ყველისა და ნიგვზის ფარშით

ინგრედიენტები:

ქამა სოკო - 500 გრ.

ნაღების კარაქი - 1-2 ს/კ

იგოზი - 1/3 ჭიქა

ხახვი - 1 თავი

მდნარი ყველი - 50 გრ.

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

ქამა სოკო გავარჩიოთ (ქუდები გავაცალკევოთ ფეხებისგან). ფეხები წვრილად დავჭრათ.

ტაფაზე გავადნოთ ნაღების კარაქი და დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დავტოვოთ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება. დავამატოთ სოკოს ფეხები. დაახლოებით 10 წუთს ერთად ვშუშოთ.

მიღებულ მასას შევურიოთ დაქუცმაცებული ნიგოზი. რამდენიმე წუთით კიდევ დავტოვოთ ცეცხლზე, რომ ნიგოზი ოდნავ მოიხალოს.

შემდეგ დავამატოთ მდნარი ყველი და მიღებული მასა გადავურიოთ. შევაზავოთ მარილითა და პილპილით და გამოვტენოთ სოკოს ქუდები.

შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში. გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში.


გემრიელად მიირთვით!

Wednesday, August 27, 2014

 შემწვარი ბადრიჯანი ყველით ბლოგემრიელისგან!





კანგაუცლელი ბადრიჯანი მრგვალად დავჭრათ და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში. თუ ღუმელი არ გვაქვს, შეგვიძლია, ფოლგა დავაფინოთ ტაფაზე და ზედ დავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით,

 შემდეგ მრგვალად დაჭრილი პომიდორი. ზემოდან მოვაყაროთ ზომიერად მარილიანი ყველის ნაჭრები და წვრილად დაჭრილი კამა. შემდეგ ისევ მოვაწყოთ შემწვარი ბადრიჯნები და მოვაყაროთ მარილი და წითელი  დაფქული პილპილი გემოვნებით.  გადავახვიოთ ფოლგაში.
10-15 წუთში გემრიელობა მზად იქნება!

გემრიელად მიირთვით!


Wednesday, April 2, 2014

ყაბაყის კატლეტი ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები: 

ყაბაყი - 2ცალი (საშუალო ზომის)

ღორის ხორცის ფარში - 500გრ.

სტაფილო -1 ცალი

ნიორი - 3 კბილი

კვერცხი - 3ცალი

ქინძი - 6 ღერი

ოხრახუში -6 ღერი

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.

პურის ფქვილი კატლეტების ამოსავლებლად რამდენიც დაგვჭირდება.

მომზადების წესი: ყაბაყს, სტაფილოს, ნიორს და მწვანილებს  გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევურევთ ღორის ხორცის ფარშს, დავამატებთ კვერცხს, (რომ კარგად შეკრას მასა და კატლეტები არ დაიშალოს).მარილს და შავ პილპილს.მივცემთ მრგვალ ფორმებს .ამოვავლებთ ფქვილში და დავაწყობთ ცხელ ზეთიან ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!

Tuesday, April 1, 2014

სამარხო კატლეტი ბლოგემრიელისგან!


ინგრედიენტები:

 ბრინჯი-  1 ჭიქა

წიწიბურა - 1 ჭიქა

კარტოფილი -  3-4ცალი (საშუალო ზომის)

შავი პური - 300 გრ.

მცენარეული ცხიმი - 100გრ

მწვანილი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: მოვხარშავთ ბრინჯს, წიწიბურას და კარტოფილს (ცალ-ცალკე), გავაცივებთ და გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე გავატარებთ დასველებულ და მაგრად გაწურულ შავ პურს და მწვანილს. შევაზავებთ მარილით და დავუმატებთ მცენარეულ ზეთს. მივცემთ კატლეტის ფორმას და შევწვავთ.

გემრიელად მიირთვით!

Friday, March 28, 2014

სპაგეტის ლაზანია ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:

სპაგეტი - 500გრ

ღორისა და ძროხის ხორცის ფარში 400 გრ.

კვერცხი - 2ცალი

ტომატის პასტა - 2ს/კ

მაიონეზი -  250 გრ.

ყველი - 200 გრ.

ხახვი- 1 ცალი

მცენარეული ზეთი - 2ს/კ.

მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი: მოვხარშოთ სპაგეტი და გავრეცხოთ ცივი წყლით,  დავყაროთ საწურზე, როცა დაიწურება გადავიტანოთ ჯამზე, დავასხათ ათქვეფილი კვერცხი და კარგად ავურიოთ.

ფარშს მოვამზადებთ შემდეგნაირად: ხახვს მოვშუშავთ მცენარეულ ზეთში, დავამატებთ ფარშს, შემდეგ ტომატის პასტას, მარილს და შავ პილპილს.

ცალკე ჭურჭელში გავხეხავთ ყველს.

თუნუქის ფირფიტას წავუსმევთ კარაქს, რომ არ მიიკრას, შემდეგ პირველ ფენას მოვაყრით სპაგეტს, მეორე ფენას - მომზადებულ ფარშს და კარგად გადავანაწილებთ, მესამე ფენა- ისევ სპაგეტი შედარებით უფრო თხლად, მეოთხე ფენა -  გახეხილი ყველი, მეხუთე ფენა - სპაგეტი და ბოლოს გადავუსვათ მაიონეზი. თავზე მოვაყაროთ ყველი და შავი პილპილი.

გემრიელად მიიირთვით!

Monday, March 24, 2014

კიტრის ხვეულები ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები: 

კიტრი - 1 ცალი

კრევეტი - 100 გრ.

კვერცხი - 1 ცალი

ოხრახუში - 1 ღერი

ხაჭოიანი ყველი - 2ს/კ

ნაღები - 2-3 ს/კ

მარილი, პილპილი გემოვნებით

სალათის ფურცლები თეფშის გასაფორმებლად

მომზადების წესი: მოხარშული კრევეტების, კვერცხისა და ოხრახუშისგან ( შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ) მოვამზადოთ ფარში. ხაჭოიანი ყველი შევურიოთ ნაღებს (ნაღების ცხიმიანობას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია რომ საკმაზი თხელი არ გამოვიდეს). შემკმაზოთ ფარში და გადავურიოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. კიტრი დავჭრათ თხელ ნაჭრებად ბოსტნეულის სათლელის მეშვეობით. მიღებული ნაჭრები დავახვიოთ რგოლებად და გამოვტენოთ ფარშით.
მომზადებული როლები (ხვეულები) გადმოვიღოთ სალათის ფურცლებზე. სუფრაზე მივიტანოთ ჩაციებული.

გემრიელად მიირთვით!






Tuesday, March 11, 2014

ხაჭაპური ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:
ყველი - 1 კგ.

მაწონი - 500 გრ.

კვერცხი - 3-4 ცალი

კარაქი (მარგარინი) - 200 გრ.

სოდა - 1ჩ/კ

ფქვილი რასაც შეიზელს



მომზადების წესი:  ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, შემდეგ მაწონი  და სოდა.  ვაზელთ ფქვილს, რამდენსაც შეიზელს. ცომს 10 -15 წუთით გავაჩერებთ სითბოში. როცა ამოფუვდება, გავყოფთ ექვს ნაწილად. 
ყველს გავხეხავთ სახეხზე და იმასაც გავყოფთ ექვს ნაწილად.
გავაბრტყელებთ ცომს, ჩავდებთ ყველს და გამოვაცხობთ.

გემრიელად მიირთვით!

Wednesday, March 5, 2014

სამარხო კექსი ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:

ვაშლი - 6 ცალი ( ან ნებისმიერი ხილი )

შაქარი - 2 ჩ/ჭ

ზეთი - 1 ჩ/ჭ

ქიშმიში - 1 ჩ/ჭ

დაჭრილი ნიგოზი - 1ჩ/ჭ

ფქვილი - 5 ჩ/ჭ

სოდა-ძმრით - 1 ჩ/კ

მარილი - 1/4 ჩ/კ

ვანილი - 1 პაკეტი

მომზადების წესი : კანგაცლილ, გახეხილ ვაშლს დავამატოთ შაქარი, გავაჩეროთ ერთი-ორი საათით, შემდეგ დავუმატოთ ზეთი, სოდა-ძმრით, ვანილი, მარილი. ფქვილი და
კარგად ავურიოთ ხის კოვზით ერთგვაროვან მასის მიღებამდე. ბოლოს დავუმატოთ ქიშმიში და ნიგოზი. კოვზით ჩავასხათ ტარტალეტკის ( ან ნებისმიერ კექსის ფორმაში, რომელიც გაქვთ) ზეთწასმულ ფორმებში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25 წუთით. ცივს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!


Friday, February 14, 2014

შოკოლადის ბრაუნი ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:


ბრაუნისთვის:

ნაღების კარაქი - 230 გრ.

კაკაო - 1 ს/კ

წვრილად დაჭრილი შოკოლადი - 340 გრ.

ახალი მოხარშული ესპრესო - 60 გრ.

ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ

შაქარი - 250 გრ.

კვერცხი - 4 ცალი

ფქვილი - 65 გრ.

მარილი - 1/4 ჩ/კ

წვრილად დაჭრილი ნიგოზი - 75 გრ.

წვრილად დაჭრილი მწარე შოკოლადი - 240 გრ.


თავსართისთვის (Помадка):

ნაღები (35%) - 240 გრ.

ხსნადი ესპრესოს ფხვნილი - 4 ჩ/კ

თაფლი - 1 ს/კ

წვრილად დაჭრილი მწარე შოკოლადი - 280 გრ.



მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი შოკოლადი (ჩვეულებრივი) და კარაქი გავადნოთ ორთქლზე (შეამოწმეთ! ჯამი, რომელშიც შოკოლადსა და კარაქს ადნობთ, წყალს არ უნდა ეხებოდეს!). გადმოვდგათ ცეცხლიდან და ამოვურიოთ. შევურიოთ ესპრესო, კაკაო და ვანილი, კაკაოს სრულ გახსნამდე.
დავამატოთ შაქარი და ვურიოთ მის სრულ გახსნამდე.
ამის შემდეგ თითო-თითო კვერცხი შევათქვიფოთ. ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი და მარილი და ნელ-ნელა დავამატოთ ძირითად მასას. შემდეგ დაქუცმაცებული ნიგოზი და მწარე შოკოლადი. ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. გადავასხათ ცომი ცეცხლგამძლე ჭურჭელში (შეგვიძლია, გამოვიყენოთ მინის ჭურჭელიც, რომლის ზომაც დაახლოებით უნდა იყოს 20 სმ.X5 სმ.), რომელსაც წინასწარ ვაცხელებთ,  ვუსვამთ კარაქს და ვაყრით ცოტაოდენ კაკაოს ფხვნილს. თუ მინის ფორმას არ ვიყენებთ, მაშინ საჭიროა ცეცხლგამძლე ქაღალდის დაფენა გამოსაცხობ  ფორმაზე.
 ვაცხობთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარია თუ არა შევამოწმოთ კბილის ჩხირით ან ასანთის ღერით.

თავსართი:

შოკოლადი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჯამში. პატარა ქვაბში  ერთმანეთს შევურიოთ ნაღები და ესპრესო და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე ყავის სრულ გახსნამდე (ნაღებმა დუღილი უნდა დაიწყოს). გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავაფაროთ სახურავი და დავტოვოთ 30 წუთით. მიღებული მასა გავცრათ წვრილ საცერში ან ყავის ფილტრში. დავამატოთ თაფლი, დავაბრუნოთ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ თაფლი სრულად არ გაიხსნება. ცეცხლგამძლე ჯამში მოთავსებულ შოკოლადს დავასხათ ცხელი თაფლიანი ნაღები. დავტოვოთ 2 წუთით. ამოვურიოთ შოკოლადი ერთიანი მასის მიღებამდე. ეს მასა მოვასხათ გაგრილებულ ბრაუნის. გადავანაწილოთ ისე, რომ თანაბარი ფენა გამოვიდეს. დავჭრათ. ზემოდან შეგვიძლია, თითოეული ნაჭერი გავაფორმოთ ათქვეფილი ნაღების მცირე რაოდენობით, და დავაწვეთოთ ცოტაოდენი დარჩენილი თავსართი.

გემრიელად მიირთვით!

Thursday, February 13, 2014

ხაჭო-ხილის სუფლე ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები:

ხაჭო - 250 გრ.

კვერცხი - 2 ცალი

შაქარი - 1 სუფრის კოვზი

ბანანი - 1 ცალი

ვაშლი - 1 ცალი (შეგიძლიათ, ხილი დაამატოთ რამდენიც და როგორიც გინდათ).

დარიჩინი ან მურაბა გემოვნებით


მომზადების წესი:  ავთქვიფოთ კვერცხები ხაჭოსთან და შაქართან  ერთად, გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ამის მერე ხილი დავჭრათ კუბებად და ჩავაწყოთ მიღებულ მასაში.
ჩვენი მომზადებული გემრიელობა, მოვათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით. როგორც კი ზედაპირი  შემკვრივდება, ხაჭო- ხილის სუფლე მზადაა.
სუფლე შეგვიძლია გავაფორმოთ დარიჩინით ან მურაბით.

გემრიელად მიირთვით!








Tuesday, February 11, 2014

ხილის კოქტეილი

ინგრედიენტები:

ბანანი - 1 ცალი

კივი - 2 ცალი

მსხალი - 1ცალი

შაქრის ფხვნილი - 20 გრ.

ვაშლის წვენი - 200 მლ.

შოკოლადი - 10 გრ.


მომზადების წესი: გავაცალოთ კანი ბანანს, კივს და მსხალს, მოვათავსოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ. მიღებულ მასას დავამატოთ შაქრის ფხვნილი და ვაშლის წვენი. გადმოვიტანოთ წვენი კოქტეილის ჭიქაში და თავზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
კოქტეილის ჭიქა შეგვიძლია, გავაფორმოთ კივით.

გემრიელად მიირთვით!

გამომცხვარი ყაბაყი ბლოგემრიელისგან!

ინგრედიენტები: 

ყაბაყი  - 3 ცალი

ქამა სოკო - 300 გრ.

ყველი - 100 გრ.

ხახვი -1 ცალი

კვერცხი - 1 ცალი

ხორბლის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი



მომზადების წესი: ყაბაყს დავჭრით მსხვილ, დაახლოებით 1 სმ. სისქის რგოლებად. ამოვიღებთ შუაგულს, შუა ნაწილს, (შეგიძლიათ ბოთლის სახურავითაც ამოიღოთ გული). ავთქვიფოთ კვერცხი ფქვილთან ერთად, ამოვავლოთ ყაბაყები და შევბრაწოთ მცენარეულ ზეთში.
ქამა სოკო და ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ. მიღებული მასით ამოვტენოთ შემწვარი ყაბაყები. მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ჰაერღუმელში ყველის გასადნობად.
სუფრასთან მიტანამდე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ცერეცო.


გემრიელად მიირთვით!

Friday, January 31, 2014

„რაფაელო“ ბლოგემრიელისგან

ინგრედიენტები:



შედედებული რძე  („სგუშონი“) - ერთი ქილა

ქოქოსის ფანტელი - 300 გრ.

გამდნარი კარაქი - 50 გრ.

ვანილი - 1 პაკეტი

ნუში - 200 გრ.


მომზადების წესი: გავადნოთ კარაქი და შიგ ჩავასხათ შედედებული რძე. ვურიოთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. შემდეგ ჩავამატოთ ქოქოსის ფანტელი და ვანილი. მიღებული მასა გადავიტანოთ პატარა ჯამში და შევდგათ მაცივარში ერთი საათით.
ერთი საათის შემდეგ, გამოვიღოთ მაცივრიდან, მივცეთ ბურთების ფორმა და შუაში ჩავუდოთ ნუში, კარგად მოვამრგვალოთ და ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში. შეგვიძლია ეს ბურთები ჩავდოთ სპეციალურ ქაღალდის ფორმებში.

გემრიელად მიირთვით!

Thursday, January 30, 2014

კალმარის სალათი ბლოგემრიელისგან

ინგრედიენტები:

კალმარი  - 2-3 ცალი

კრაბის ჩხირები  - 200 გრ

კიტრი - 1-2 ცალი

მოხარშული კვერცხი -3 ცალი

მაიონეზი  გემოვნებით

მარილი და შავი პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი: კალმარები გავასუფთავოთ და ჩავყაროთ მდუღარე მარილწყალში, გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავაფაროთ თავსახური და დავტოვოთ 10 წუთი. ამოვიღოთ და დავწიწკნოთ ან დავჭრად წვრილად.
კრაბის ჩხირები წვრილად დავჭრათ სიგრძეზე, ასევე წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ კვერცხი და კიტრი..ყველაფერი ავურიოთ და მოვასხათ მაიონეზი. შეგვიძლია დავამატოთ ცოცხალი მწვანილიც. მარილი და  შავი პილპილი გემოვნებით.შეგვიძლია, თეფშზე დავდოთ სალათის ფოთლები და ზედ გადავიტანოთ სალათი

გემრიელად მიირთვით!


Friday, January 24, 2014

გამომცხვარი ბროკოლი ბლოგემრიელისგან

ინგრედიენტები:

ბროკოლი - 1კგ.

ნაღები - 200 გრ.

 პურის კუბები - 300 გრ.

მდოგვი - 2 ს/კ

მკვრივი სორტის ყველი - 100 გრ.

ხახვი - 1 თავი

 კარაქი - 50 გრ.

მარილი გემოვნებით

წითელი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:  ცხელ ტაფაზე დავდოთ კარაქი. როცა გადნება, დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვთუშოთ და დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი მდოგვი, შემდეგ პურის კუბები და ვურიოთ სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ამის შემდეგ გადმოვდგამთ ცეცხლიდან.
ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავუმატოთ მარილი ზომიერად,   ჩავყაროთ დანაწევრებული ბროკოლი და მოვწალოთ (გავთუთქოთ). ამოვიღოთ და დავყროთ საწურზე, როცა დაიწრიტება, გადავიღოთ ჯამში და მოვასხათ ერთი სუფრის კოვზი მდოგვი, ნაღები და კარგად ავურიოთ. დავამატოთ მარილი და წითელი პილპილი გემოვნებით.
ავიღოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, წავუსვათ კარაქი და გადავიტანოთ ჯამში მომზადებული ბროკოლი, ლამაზად გადავანაწილოთ, თავზე მოვაყროთ გახეხილი მკვრივი სორტის ყველი (სასურველია, პარმაზანი), შემდეგ კი ტაფაზე მომზადებული მასა. შევდგათ ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ 15 წუთით 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!

Wednesday, January 22, 2014

კუპატი ბლოგემრიელისგან

ინგრედიენტები:

ძროხის ფარში - 2 კგ.

ღორის ხორცი - 3 კგ.

ღორის ქონი - 200 გრ.

ბულიონი - 300 გრ.

საშუალო ზომის ხახვი - 3-4 ცალი

ნიორი - 6 კბილი

ღორის ნაწლავები რამდენიც დაგვჭირდება

კოწახურის ან ბროწეულის მარცვლები გემოვნებით

ხმელი ქინძი, უცხო სუნელი,ხმელი ქონდარი და დაფქული წითელი პილპილი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: ღორისა და ძროხის ფარში შევურიოთ ერთმანეთს და დავამატოთ: ქონი, ბულიონი, ხორცსაკეპში გატარებული ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, კოწახურის ან ბროწეულის მარცვლები, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ხმელი ქონდარი და წითელი პილპილი.
კარგად გარეცხილ ნაწლავებს კუპატის მასალით გამოვტენით სპეციალური აპარატით (თუ აპარატი არ გვაქვს ნაწლავებში ჩავამაგრებთ ძაბრს, მივამაგრებთ ხორცსაკეპს და გავტენით კარგად).
შევსებულ კუპატს თავს და ბოლოს შევუკრავთ მაგარი ძაფით. კუპატის სიგრძე თქვენი სურვილით შეარჩიეთ.
გამზადებული კუპატები ამოვავლოთ მდუღარე წყალში და დავკიდოთ. როცა გაშრება, შეგვიძლია შევწვათ და მივირთვათ.
გემრიელად მიირთვით!

Tuesday, January 21, 2014

საქონლის ტვინი არაჟნით ბლოგემრიელისგან

ინგრედიენტები:

ტვინი - 500 გრ.

კარაქი - 70 გრ.

ხახვი - 3-4 ცალი

არაჟანი - 50 გრ.

კვერცხი - 3 ცალი

ქინძი - 5 ღერი

ოხრახუში - 5 ღერი

კამა - 2 ღერი

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: საქონლის ტვინი გავავლოთ მდუღარე წყალში, გავასუფთავოთ კანისგან, გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და მოვხრაკოთ კარაქში. როცა შეწითლდება დავუმატოთ ცალკე კარაქში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილები და 2-3 წუთით დავტოვოთ ცეცხლზე. შემდეგ ამ მასას გადავიტანთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე ( მე კეცზე გადამაქვს ხშირად) და ზემოდან მოვასხამთ არაჟანში ათქვეფილ კვერცხს. შევდგამთ ჰაერღუმელში, როცა მზად იქნება გამოვიღებთ და სუფრაზე მიტანის წინ თავზე მოვასხამთ გამდნარ კარაქს.

გემრიელად მიირთვით!

Monday, January 20, 2014

შემწვარი კალმახი შამპანურის სოუსით (ექსკლუზივი)

ინგრედიენტები:


კალმახი - 1 ცალი

შამპანური- 150 გრ.

არაჟანი -1 ს/კ

ხახვი - 1 ცალი საშუალო ზომის

ნიორი - 2 კბილი

ოხრახუში - 2 ღერი

ზეთი -100 გრ.

მარილი  და შავი პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი: გასუფთავებული და მარილმოყრილი კალმახი შევწვათ ტაფაზე ან ჰაერღუმელში. შემწვარი კალმახი დავდოთ თეფშზე, რომლითაც სუფრაზე უნდა მივიტანოთ. თეფში, შეგვიძლია, გავაფორმოთ.
სოუსი მოვამზადოთ შემდეგნაირად: წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ცხიმში, დავუმატოთ არაჟანი, გატარებული ნიორი, ოხრახუში, მარილი, შავი პილპილი და შამპანური.
შეგვიძლია, სოუსი მოვასხათ შემწვარ კალმახს ან ცალკე მივიტანოთ სუფრაზე სასოუსეთი.

გემრიელად მიიირთვით!

Sunday, January 19, 2014

ქათმის სალათი სიმინდით ბლოგემრიელისგან

ინგრედიენტები:

ქათმის მკერდის ფილე - 400 გრ.

სიმინდის მარცვლები - 300 გრ.

სალათის ფურცლები - 10 ცალი

კიტრი - 2 ცალი

მარილი და შავი პილპილი - ბლოგემოვნებით :)

მაიონეზი - 200 გრ.

მომზადების წესი: მოხარშული ქათმის ფილე დავჭრათ პატარა კუბებად ან ხელით დავაქუცმაცოთ. შევურიოთ სიმინდის მარცვლები და ხელით დახეული სალათის ფურცლები. შემდეგ დავუმატებთ კიტრს.

ყურადღება! კიტრის მომზადების წესი: სალათის კეთების დაწყებამდე 10 წუთით ადრე გავთალოთ კიტრი, დავჭრათ წვრილ კუბებად და მოვაყაროთ მარილი ზომიერად. 10 წუთის შემდეგ, სალათში შერევამდე კუბები კარგად გავწუროთ.
ეს მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი დაჭრილი კიტრი წყალს გაუშვებს და სალათი წვნიანი გამოვა.

მიღებულ მასას დავამატოთ მაიონეზი, შავი პილპილი და მარილი. კარგად ავურიოთ და სუფრაზე მიტანამდე კარგად გავაციოთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

Thursday, January 16, 2014

შემწვარი ყველის რეცეპტი ბლოგემრიელისგან

ინგრედიენტები:

ზომიერად მარილიანი ყველი -300 გრ

კვერცხი - ერთი ცალი

პურის ფქვილი - 150 გრ

საფანელი - 150 გრ

კარაქი - 100 გრ


მომზადების წესი: ზომიერად მარილიანი ყველი დავჭრათ ნახევარი სანტიმეტრი სისქის,
ერთნაირი ზომის ნაჭრებად, ამოვავლოთ პურის ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შევწვათ კარაქში, შეგიძლიათ მიირთვათ მაკარონთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

ყველიანი ნამცხვარი ბლოგემრიელის რეცეპტით

ინგრედიენტები:

მარგარინი - 250გრ

არაჟანი - 2ს/კ

მაიონეზი - 2ს/კ

გერკულესი -100გრ

გახეხილი სტაფილო - 150გრ

გახეხილი ყველი - 50 გრ

შაქარი - ნახევარი ჩ/ჭ

მარილი -1ჩ/კ

სოდა - ნახევარი ჩ/კ

მომზადების წესი: ყველის გარდა ჩამოთვლილ ყველა ინგრედიენტს ავურევთ ერთმანეთში კარგად, გავაბრტყელებთ და თუ ფორმები გვაქვს თუ არადა ჭიქითაც შეგვიძლია გამოვჭრათ ფიგურები, ზემოდან მოვაყრით გახეხილ ყველს და  და ვათავსებთ საცხობ თუნუქის ცივ ფირფიტაზე. ვაცხობთ ჰაერღუმელში 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიიირთვით!

ქოქოსანი ბლოგემრიელის რეცეპტით


ინგრედიენტები:

მარგარინი - 250 გრ.

შაქარი - 200 გრ.

წყალი - 1 ჩ/ჭ

ფქვილი - 200-300 გრ.

ქოქოსის ფანტელი - 200 გრ.

საჭმელი სოდა - 1 ჩ/კ

ვანილი - დანის წვერით :)


მომზადების წესი: ვადნობთ მარგარინს და შიგ ვყრით შაქარს. ვთქვეფთ. ვამატებთ 1 ჩ/ჭ ცივ წყალს. ისევ ვთქვეფთ. შემდეგ ვამატებთ ქოქოსის ფანტელს, სოდას, ფქვილს და ვანილს. მიღებულ მასას ვამრგვალებთ ხელში ან ვდებთ რაიმე ფორმაში და ვათავსებთ საცხობ თუნუქის ცივ ფირფიტაზე. ვაცხობთ ჰაერღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!